• (+995) 322 11 11 00

  • info@geoglass.ge

3-1-555x630

კომპანია „ჯეო გლასს“-ი დაარსდა 2009 წელს და მას შემდეგ აქტიურად მუშაობს მინის ბაზარზე, როგორც ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია. იმპორტს ახორციელებს უმსხვილესი მინის მწარმოებლებისგან. კომპანიას აქვს საწარმოო სიმძლავრე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით, რაც განაპირობებს მაღალი ხარისხის მინა-პაკეტის, მეტალოპლასტმასისა თუ ალუმინის კარ-ფანჯარის წარმოებას. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ადგილობრივი წარმოება ხელს უწყობს კონკურენტუნარიანების განვითარებას, ხოლო ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას იძლევა, რომ კომპანიამ დააკმაყოფილოს როგორც საბითუმო ისე საცალო შეკვეთები, რაც თავისთავად ქმნის სრულ კომფორტს მომხმარებლისთვის. კომპანიის სწრაფვა მუდმივი ინოვაციებისა და განვითარებისაკენ განაპირობებს პროდუქციის ხარისხს.

“ჯეო გლასს“-ის სტაბილური და დინამიური განვითარება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ საიმედო სამუშაო გარემო. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 50-მდე თანამშრომელი, თუმცა სამომავლო განვითარებასთან და ბაზრის ზრდასთან ერთად იგეგმება გაფართოვება, რაც უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.ჩვენს კომპანიაში მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრების შეძენისას, თქვენ მიიღებთ შეკვეთას მინიმალურ ვადაში – მაქსიმალური ხარისხით. ჩვენი ენერგოეფექტური მინით დამზადებული კარ-ფანჯრები საშუალებას მოგცემთ დაზოგოთ ენერგია, შეინარჩუნოთ თქვენი სახლის სითბო და დაზოგოთ ოჯახის ბიუჯეტი.