მოემზადე ზამთრისთვის! - დაზოგე კომუნალური გადასახადები მხოლოდ მინა-პაკეტის დახმარებით

მსოფლიოში კლიმატის ცვლილებასთან და ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, საზოგადოებამ დაიწყო შენობების ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს, ენერგოეფექტური სისტემით აგება.

საქართველოს ბაზარზე არც თუ ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც სახლის მოწყობის ენერგოეფექტურ სისტემას გვთავაზობთ. ამით გამოირჩევა კომპანია „ჯეო გლასი“, რომელიც მომხმარებელს ენერგოეფექტურ მინებს შესთავაზებს.

რა არის და რისთვის გვჭირდება ენერგოეფექტური მინა-პაკეტი?

 

ენერგოეფექტური მინების თბო-საიზოლაციო თვისებები ზაფხულის პერიოდში ოთახში ინარჩუნებს სიგრილეს, ხოლო ზამთარში სითბოს. ცივ ამინდში ენერგოეფექტური მინები სითბური გამოსხივების საშუალებით, ოთახში არსებული გამათბობლისგან სითბოს ირეკლავს და მას შენობაში აბრუნებს. მინის დამცავი ფენა თბილ ჰაერს შენობის გარეთ არ ფანტავს და შესაბამისად, გამათბობლების გამოყენების საჭიროებაც უფრო მცირდება. მაღალი ტემპერატურა ოთახში მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება. ენერგოეფექტური მინები მდგრადია და შენობაში არ უშვებს ქარს. ოთახში ქმნის უფრო მეტ სიმყუდროვეს. მას ხშირად იყენებენ არამხოლოდ კერძო სახლებსა თუ ბინებში, არამედ სასტუმროებშიც, კომპლექსებშიც, რაც ხარჯის შემცირებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯეო გლასი“ თანამშრომლობს პრემიუმ ხარისხის ფრანგულ მწარმოებელ- “Saint Gobain,,-თან რომლის თანამედროვე, ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით დამზადებული ენერგოეფექტური მინა-პაკეტები მაქსიმალურად უზრუნველყოფს შენობაში სითბოს შენარჩუნებას და საშუალებას გვაძლევს, გამათბობელი უფრო ეკონომიურად გამოვიყენოთ.

როგორც კომპანია "ჯეო გლასში“ აღნიშნავენ, იმისათვის, რომ კონსტრუქციამ სიმყარე არ დაკარგოს, აუცილებელია გარემო ფაქტორების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ კომპანიაში მისულ თითოეულ მომხმარებელს კონსულტაციას ინდივიდუალურად, კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე უწევენ.

„ჯეო გლა­სი“ მომხმარებელს მრავალფეროვანი მინა-პაკეტების გარდა, ალუმინისა და მეტალოპლასტმასის უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. გარდა ამისა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­ახ­ლით შეუძლია ისარგებლობს, სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა ახლა უკვე 0%-იანი გან­ვა­დე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და რაც მთა­ვა­რია, თუ ადრე ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ღლე­ლი, რუ­ტი­ნუ­ლი პრო­ცე­სი იყო, დღეს „ჯეო გლა­სის“ მომ­ხმა­რებ­ლებს პი­რა­დი მე­ნე­ჯე­რი ყვე­ლა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.